კონფიდენციალობის პოლიტიკა


ვებგვერდზე შემოსვლის დროს, “Space Cargo”-ს სისტემა ავტომატურად აფასებს ამ ვებგვერდზე (შემდგომში - ვებგვერდი) თქვენს (მომხმარებელთა) ვიზიტს და იმ ინტერესებს, რომელსაც ჩვენს საიტზე ყოფნისას ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების მიმართ იჩენთ.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის უპრიანია და ჩვენი ვებგვერდის სტუმრობის განმავლობაში, გვსურს მაქსიმალურად მოვერგოთ თქვენს ინტერესებსა და პრეფერენციებს, რომ თავი მაქსიმალურად კომფორტულად გაგრძნობინოთ.

დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენს საიტზე, თქვენი სტუმრობის განმავლობაში და შემდგომში, თქვენს შესახებ შეგროვებულ, დამუშავებულ ან/და გამოყენებულ პერსონალურ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში ვუფრთხილდებით და ვიცავთ.

ვებგვერდით სარგებლობისას პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით (შემდგომში - პოლიტიკა), რომელიც, თავის მხრივ, შემუშავებულია ჩვენ მიერ დამტკიცებული

„მონაცემთა დაცვის პოლიტიკის“ საფუძველზე. აღნიშნული დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე https://www.spacecargo.ge/ და შეგიძლიათ გაეცნოთ მას შეუფერხებლად.


თანხმობა კონფიდენციალობის პოლიტიკაზე

გაითვალისწინეთ, რომ ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ ვებგვერდის მომდევნო გვერდებით სარგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ თქვენ დაადასტურეთ და დაეთანხმეთ ვებგვერდზე განთავსებულ პოლიტიკას.

წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, გაეცანით მას რეგულარულად. იმისათვის, რომ მოიძიოთ ინფორმაცია, თუ ბოლოს როდის განახლდა კოლფიდენციალობის პოლიტიკა, იხილეთ დოკუმენტის ბოლო აბზაცი.

რა მიზანს ემსახურება წინამდებარე პოლიტიკა და რა არის მისი მოქმედების სფერო?

“Space Cargo”-ს, მისი შვილობილი კომპანიებისა და აფილირებული პირებისათვის (შემდგომში - “Space Cargo” ან „ჩვენ“) ძალზედ მნიშნელოვანია იმ პირების პერსონალური მონაცემების დაცვა, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი ვებგვერდით. შესაბამისად, “Space Cargo”-მ შეიმუშავა წინამდებარე პოლიტიკა იმისათვის, რომ მომხმარებელმა გამოარკვიონ თუ როგორ და რა სახის ინფორმაცია შეგროვდება მის მიერ საიტის გამოყენების დროს და რა მიზეზით შესაძლოა შეაგროვოს, გადასცეს ან/და სხვაგვარად ხელმისაწვდომი გახადოს აღნიშნული მონაცემები “Space Cargo”-მ. “Space Cargo”, ასევე, იღებს ყველა შესაძლო გონივრულ ზომას, რომელიც თქვენი მონაცემების უსაფრთხოების დასაცვად არის აუცილებელი და მიზანშეწონილი.

კონფიდენციალობის პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე, რომელსაც “Space Cargo” მოიპოვებს თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების შედეგად. გაითვალისწინეთ, რომ წინამდებარე პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების იმ ვებგვერდებზე, რომლებიც არ არიან “Space Cargo”-სთან აფილირებული პირები, მაგრამ, შესაძლოა, ასეთ ვებგვერდებთან კავშირი “Space Cargo”-ს ვებგვერდის საშუალებით იყოს შესაძლებელი (შემდგომში - მესამე პირების ვებგვერდები). ასეთი ვებგვერდების გამოყენების შემთხვევაში, გირჩევთ, გაეცნოთ მათ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რადგანაც “Space Cargo” არ არის პასუხისმგებელი და არ აქვს გავლენა არც მესამე პირების ვებგვერდების შემცველ მასალებზე და არც მათი კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკასა თუ პოლიტიკაზე. წინამდებარე პოლიტიკის პირობები ექვემდებარება “Space Cargo”-სთან თქვენი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გაფორმებულ ნებისმიერ დამატებით განაცხადს ან/და სახელშეკრულებო პირობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა და ნებისმიერ სავალდებულო ძალის მქონე მოქმედ კანონს ან/და რეგულაციას.


რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?

როდესაც თქვენ სტუმრობთ “Space Cargo”-ს ვებგვერდს, ჩვენი სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ (მაგალითად, შეზღუდვის გარეშე, თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ტიპი რომელშიც აღნიშნული ბაუზერია განთავსებული, “Space Cargo”-ს ვებგვერდის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ფაქტობრივად ესტუმრეთ, ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი, ხანგრძლივობა და სხვა). დამატებით, ჩვენი ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც თქვენ გვაწვდით “Space Cargo”-ს ვებგვერდის მეშვეობით, მაგალითად როდესაც შეგყავთ პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი,

სქესი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი და სხვა) ვებგვერდის სარეგისტრაციო გვერდზე ან მაშინ, როდესაც ჩვენს ვებგვერდზე სიახლეების მისაღებად რეგისტრირდებით, ან რომელსაც გვაწვდიან ისეთი მესამე პირები, რომელთა კლიენტი/აბონენტიც თქვენ ბრძანდებით, მაგალითად როდესაც იხდით ასეთი მესამე პირებისადმი დავალიანებას ან/და ავსებთ თქვენი სააბონენტო ანგარიშის ბალანსს.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რისთვის იყენებს “Space Cargo” თქვენს პერსონალურ მონაცემებს:

“Space Cargo” იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე არსებულ ყველა მოქმედ კანონს და რეგულაციას.


როგორ ვაგროვებთ და ვინახავთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?

“Space Cargo” იყენებს მზა ჩანაწერებს (cookies) ან/და თეგებს (შემდგომში - თრექინგის ტექნოლოგია), იმისთვის, რომ შევაგროვოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია (იხილეთ: რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?) და გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები თუ ვიზიტორები ჩვენს ვებგვერდს.

ზემოაღნიშული ტექნოლოგიები გვეხმარება ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ვებგვერდის ეფექტურობა კონკრეტულად თქვენზე მორგებული ისეთი პრეფერენციებით, როგორიც, მაგალითად გამოგიყენებიათ ჩვენს ვებგვერდის სხვა დროს სტუმრობისას.

გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ თქვენი მზა ჩანაწერების წესები გაწერილია იმგვარად, რომ მონიშნული არ გაქვთ მზა ჩანაწერის ის ტიპი, რომლის გამოყენებაზე “Space Cargo”-ს ნებას არ რთავთ.

გაითვალისწინეთ, რომ, როდესაც მზა ჩანაწერების შენახვით, ისინი, ასევე, ვრცელდება “Space Cargo”-ს ვებგვერდზე თქვენს სამომავლო ვიზიტებზეც, თუმცა, ეს გარანტირებული არ არის. მაგალითად, თუ თქვენს მიერ მოხდა ინტერნეტ-ბრაუზერის აღდგენა/ხელახალი ინსტალაცია, მზა ჩანაწერებისგან გაწმენდა ან/და “Space Cargo”-ს

ვებგვერდზე ვიზიტი სხვა ინტერნეტ-ბრაუზერის ან მოწყობილობის გამოყენებით, თქვენი მზა ჩანაწერების წესები, შესაძლოა, დაიკარგოს.

ხშირ შემთხვევაში, თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერით თრექინგის ტექნოლოგიების კონტროლი. გთხოვთ, დარწმუნდეთ რომ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერი ასახავს თქვენ სურვილს, გსურთ თუ არა გაგაფრთხილოთ თრექინგ ტექნოლოგიების ან/და მათი მიღების შესახებ. თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის სპეციალურ შესაძლებლობებს და ინსტრუქციებს მათი მოხმარების შესახებ, როგორც წესი, შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის სახელმძღვანელოში ან სექციაში „დახმარება“.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ თრექინგ ტექნოლოგიების გამოყენებაზე უარის თქმამ ან მათმა დეაქტივაციამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს “Space Cargo”-ს ვებგვერდის ან მისი სხვადასხვა ნაწილების მიერ შემოთავაზებული სერვისების ხელმისაწვდომობაზე და მათ გამართულ ფუნქციონირებაზე.


ვის გადავცემთ ვებგვერდიდან თქვენზე შეგროვებულ ინფორმაციას?

“Space Cargo”-მ შესაძლოა თქვენი ინფორმაცია გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს, მის ან მისი აფილირებული პირების აგენტებს ან/და “Space Cargo”-სთვის სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად. ჩვენთან აფილირებული პირები, აგენტები და სერვისის მომწოდებელი მესამე პირები, რომლებსაც “Space Cargo”-ს ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ, როდესაც ვახდენთ პერსონალური მონაცემების საერთაშორისო ტრანსფერს, ჩვენ ვრწმუნდებით ვართ თუ არა მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, მაგალითად, ვაფორმებთ შესაბამის ხელშეკრულებებს იმ პირებთან, რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენგან იღებენ, რათა მათ უზრუნველყონ ამ მონაცემების ადეკვატური დაცვა. ასევე, ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული ინსქტრუქციის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.

უსაფრთხოების რა ზომები დავნერგეთ ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი ინფორმაციის დასაცავად?

“Space Cargo”-მ მოახდინა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის იმპლემენტაცია, იმისათვის, რომ “Space Cargo”-ს მიერ ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან/და განადგურებისგან.


როგორი პოლიტიკა გვაქვს “Space Cargo”-ს მიერ და “Space Cargo”-სთვის გაგზავნილ ელექტონულ შეტყობინებების შენახვასთან დაკავშირებით?

“Space Cargo”-ს მიერ და “Space Cargo”-სთვის გაგზავნილ ყველა ელექტრონულ შეტყობინებას (SMS, მაილი და სხვა) სისტემა ავტომატურად ინახავს სპეციალური ელექტრონული ჟურნალის სისტემაში, რომელსაც გააჩნია სამართლებრივი მტკიცებულების ძალა. მათ “Space Cargo” იცავს გონივრული ტექნიკური და შესაბამისი ორგანიზაციული ზომების გამოყენებით და მათთან წვდომა დასაშვებია მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში, მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის და რეგულაციების ზედმოწევნითი დაცვით (მაგალითად სასამართლოს განჩინება, დანაშაულის ჩადენის ეჭვი, რეგულატორული ვალდებულებების დარღვევა, შრომითი ხელშეკრულების არსებითი დარღვევა) უფლებამოსილი პირების მიერ (მაგალითად სამართლებრივი შესაბამისობის ან რისკების სამსახური).

გაითვალისწინეთ, რომ პროცესის ყოველი ნაბიჯი, მათ შორის გამოყენებული ძებნის კრიტერიუმები, შეიყვანება სპეციალურ აუდიტორულ ველში. ასევე, ყველა შეტყობინება ნადგურდება მას შემდეგ, რაც ამოიწურება მათი შენახვისთვის განსაზღვრული გონივრული პერიოდი.


რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მონაცემებს ინტერნეტის მეშვეობით აგზავნით?

გასათვალისწინებელია ის გარემოებად, რომ გავრცელებული მიდგომით ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს და ინფორმაციაზე, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად ვებგვერდის ან ელექტრონული შეტყობინების სისტემის გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ არაუფლებამოსილმა მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან/და სხვა ტექნიკური შეცდომა.

იმის მიუხედავად, იმყოფებიან თუ არა ინფორმაციის გამგზავნიც და მისი მიმღებიც ერთი და იმავე ქვეყანაში, ინტერნეტის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა გადაიცეს საერთაშორისო საზღვრების მიღმა და შესაძლებელია აღმოჩნდეს

ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნისგან განსხვავებული (უფრო სუსტი/ძლიერი) მექანიზმები არსებობდეს პერსონალური მონაცემების დაცვისათვის.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვართ პასუხისმდებელი თქვენს შესახებ მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე იმ ეტაპზე, როდესაც ეს ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით “Space Cargo”-სთვის გადაცემის მდგომარეობაში იმყოფება. იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა, გვსურს შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ “Space Cargo”-სთან კომუნიკაციისათვის აირჩიოთ ის მეთოდი, რომელსაც შესაფერისად მიიჩნევთ.


როგორია ჩვენი პოლიტიკა 18 წელს მიუღწეველი პირების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობასთან დაკვაშირებით?

გაითვალისწინეთ, რომ “Space Cargo” არ ემსახურება პირებს, რომელთაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევიათ და შესაბამისად, ვებგერდი არ აგროვებს პერსონალურ მონაცემებს აღნიშნული პირებისგან. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, “Space Cargo”-სთვის ვებგვერდის მეშვეობით პერსონალური მონაცემების გადაცემამდე, 18 წელს მიუღწეველმა პირებმა უნდა მოიპოვონ ნებართვა მშობლებისგან ან კანონიერი წარმომადგენლებისგან.


როგორ შეგიძლიათ თქვენ პერსონალური მონაცემებზე წვდომა ან მათი გაცნობა? მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით,

თქვენ შეგიძლიათ:

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთნ დაკავშირებული მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგ მისამართზე: info@spacecargo.ge

კონფიდენციალობის პოლიტიკაში ბოლო ცვლილება განხორციელდა 2022 წლის

19 ოქტომბერს.